დღეს 2012 წლის კუდ–ის ხელმძღვანელობა დაბრუნდა ზესტაფონის სუს–ში, – განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თინა ხიდაშელმა "რუსთავი 2"–ის გადაცემაში "არჩევანი" წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას.
ხიდაშელი გამოეხმაურა "ქართული ოცნების" განცხადებას, რომ პარლამენტში ახალ გუნდი და ახალი ტალღა იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს:
"მე მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ ნუ იქნებიან კობა ნარჩემაშვილის იმედად, ნუ იქნებიან კობა ნარჩემაშვილის თანაგუნდელების იმედად. ჩვენ ვნახეთ ბევრი წლის განმავლობაში თუ რას ნიშნავს კახა თარგამაძისა და კობა ნარჩემაშვილის მიერ მართული უშიშროების სამსახურები, სამართალდამცავი სტრუქტურები, შინაგან საქმეთა სამინისტრო. ესენი არიან ამ ადამიანების თანაგუნდელები სინამდვილეში. ამ ადამიანების იმედად ითხოვს "ქართული ოცნება" დღეს მხარდაჭერასა და დახმარებას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამომრჩეველს კარგად ახსოვს სწორედ ის ხალხი, რომლებიც გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა, მართავდნენ ამ ქვეყანას და რა ქაოსი იყო მაშინ", –განაცხადა ხიდაშელმა.
მან კორცხელის ინციდენტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ შს მინისტრმა დღემდე ვერ მოახერხა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული "ზონდერჯგუფის" დაშლა.
"რომელ უსაფრთხო წინასაარჩევნო გარემოზე შეიძლება გველაპარაკონ დღეს ან მაგალითებით, ან მომავლის იმედით, ან რეფორმების ტალღებით, როდესაც სახეზე გვაქვს კორცხელი. საქართველოს ხელისუფლებაში იმ მომენტისთვის იყო ორი პოლიტიკური ძალა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს იყო "ქართული ოცნება" და "რესპუბლიკელები". მე "რესპუბლიკელმა" მინისტრმა ერთი კვირის თავზე ჩავატარე გამოძიება და გავათავისუფლე თავდაცვის სამინისტროდან კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირი, რომელიც იყო იდენტიფიცირებული. შსს–მ "ქართული ოცნების" მინისტრმა დღემდე ვერ მოახერხა ამ ახალი "ზონდერჯგუფის" დაშლა, რომელიც პოლიტიკური საფრთხის მატარებელია ყველასთვის. ეს არის კონკრეტული სხვაობა "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის. მე "რეპუბლიკელ" თინა ხიდაშელს დამჭირდა 7 დღე იმისათვის, რომ არსებული ფოტო–ვიდეო მასალის საფუძველზე გამომევლინა დამნაშავე და გამეშვა შეიარაღებული ძალებიდან. თქვენ მეოთხე თვე გავიდა ვერ მოახერხეთ ფოტ–ვიდეო მასალის იდენტიფიცირება და ადამიანების დასჯა. ეს ადამიანები დგანან თქვენს გვერდზე სხვადსხვა აქციებზე," – განაცხადა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.