წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების პერიოდის კარგი გაშუქების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში საერთაშორისო მედიაცენტრი შეიქმნება, - აღნიშნული საკითხის ორგანიზება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძეს სთხოვა.
პრემიერის თქმით, გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება მთავრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
„უმნიშვნელოვანესია, წინასაარჩევნოდ და არჩევნების პერიოდშიც მედიას მივცეთ საშუალება, კომფორტულად იმუშაოს, კარგად გაშუქდეს წინასაარჩევნო პროცესი და არჩევნები. ჩვენი სურვილია, ჟურნალისტებს, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ მაქსიმალურად კარგი პირობები იმისთვის, რათა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმუშაონ საქართველოში“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.