გიორგი კვირიკაშვილი: ეს ვიზიტი არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის
07-09-2016, 01:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს ვიზიტი არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის განვითარების კუთხით, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის რიგით მეოთხე ვიზიტს საქართველოში.

 


გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა და მას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა.

 


„ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისა და აღიარების დასტური. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც განხილული იქნება ძირითადი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები, რაც უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციისთვის,“ – აღნიშნა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხვა წევრებთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი