მინისტრთა კაბინეტი დღეს იმ საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალს დაამტკიცებს, რომლის იმპორტის დროს იმპორტიორი სრულად გათავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან, თუ ეს ძირითადი საშუალებები გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში – საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი ცვლილება შემოგვაქვს საგადასახადო კოდექსში. ეს არის საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი, რომლის იმპორტი სრულად გათავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისგან, თუ ეს იმპორტი ხმარდება დამატებითი ღირებულების შექმნას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, იმ საგადასახადო ცვლილებების ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. ეს არის გაგრძელება რეფორმისა, რომელიც ემსახურება სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას და ბიზნესის კეთების გაიოლებას,“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.