მარტვილში ჩაის და ლანჩხუთში თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება
07-09-2016, 01:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება, - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კომპანიებისთვის გადაცემის საკითხს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

 


პრემიერის შეფასებით, მისასალმებელია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სულ უფრო მეტი ახალი საწარმო იხსნება.

 


უახლესი ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება მარტვილში, რისთვისაც კომპანიას სახელმწიფო მიწის ნაკვეთს საკუთრებაში გადასცემს.

 


„ჩაის წარმოების აღორძინებისთვის მთავრობა ძალიან ბევრს აკეთებს და ვფიქრობთ, ძალიან კარგი იქნება, ხელი შეეწყოს ასევე გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობას, რათა მოხდეს დამატებით ღირებულების შექმნა საქართველოში და დასაქმდნენ ადამიანები“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 


თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება ქალაქ ლანჩხუთში, რისთვისაც კომპანიას სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთი გადაეცემა.

 


„თხილის მოყვანა და ექსპორტი არის ჩვენი სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება. ის არის ქვეყნის ძალიან დიდი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას საწარმო ლანჩხუთში, სადაც თხილის წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი