საქართველო, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციას მასპინძლობს.
„უდიდესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, საქართველოს, როგორც მეღვინეობის აკვნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცების კუთხით“, - ასე შეაფასა გლობალური კონფერენციის გამართვა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობა, კონფერენციის ფარგლებში,, საქართველოში 42 ქვეყნის 250-ზე მეტი დელეგატის სტუმრობას მიესალმება.
„ამ უმნიშვნელოვანეს კონფერენციას ესწრება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი, რომელიც გახლავთ საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი და მხარდამჭერი და ჩვენ ყველანი მივესალმებით ამ კონფერენციის ჩატარებას საქართველოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში, ყვარელსა და „შატო მუხრანში“ ჩატარდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კონფერენციის პარალელურად, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, პირველ ვიცე პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან.
კონფერენციის პირველი სესიაკახეთში მეღვინეობა „ხარებაში“ ჩატარდება. დელეგატები „ხარებას“ უნიკალურ ღვინის საცავსაც დაათვალიერებენ და ალავერდის მონასტერსაც ეწვევიან.
9 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში დელეგატები შატო მუხრანის გვირაბს დაათვალიერებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.