გიორგი კვირიკაშვილი: სოფლის მეურნეობის დარგში რეფორმები ოთარ დანელიასთან ერთად პარლამენტიდან გაგრძელდება
07-09-2016, 01:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა ოთარ დანელიას, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში მინისტრთა კაბინეტის სხდომას ბოლოჯერ ესწრება.

 

 

პრემიერი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ დარგში რეფორმები ოთარ დანელიასთან ერთად, პარლამენტიდან გაგრძელდება.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომელიც ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან მას ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც აქვს.

 

 

„ამ მიმართულებით ჩვენ უნდა განვაგრძოთ რეფორმები ოთართან ერთად პარლამენტიდან. ჩვენ ჩასატარებელი გვაქვს უმნიშვნელოვანესი სამუშაო, ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური სივრცის ევროპასთან ჰარმონიზაციის კუთხით. ამ მიმართულებით, ოთარის კომპეტენცია და გამოცდილება და გაკეთებული წარმატებული საქმეები, ჩვენი რეფორმების შემდგომი წარმატებების ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა და ოთარ დანელიას წარმატებები უსურვა.

 

 

ოთარ დანელია „ქართული ოცნების“ მიერ მარტვილისა და აბაშის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი