საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა წუხელ სასახლეში თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე უცხოელ სტუმრებს უმასპინძლა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მაკკეინის ინსტიტუტს აღნიშნული კონფერენციის ჩატარების ინიციატივისა და მისი განხორციელებისათვის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე რეგიონის სტაბილურობის ჭრილში ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მის ფარგლებში გამართული დისკუსიისას მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს და იპოვიან პასუხებს იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც დგას რეგიონი, საქართველო, NATO და ევროკავშირი.
„იმედი მაქვს, რომ ამერიკისა და ევროპელი ლიდერების, ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ჩართულობით მიმდინარე ინტენსიური საუბრებით და მოლაპარაკებებით მივალთ ყველაზე მშვიდობიან და შედეგიან გადაწყვეტილებამდე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, კურტ ვოლკერმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისა და კონფერენციაში მონაწილეობისათვის.
„ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას, იმისათვის საქართველო გახდეს ტრანსატლანტიკური, ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი“, - აღნიშნა მიღებაზე კურტ ვოლკერმა.
“ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ - თბილისის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით ტარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.