ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ შპს „მაინფმა ზუმერი“ ის წარმომადგენლებმა, ჩინური წარმოების მობილურ ტელეფონებზე მოახდინეს დიდი ოდენობით NOKIA-ს და SAMSUNG-ის სასაქონლო ნიშნის კუსტარულად დატანა და შემდგომში მისი რეალიზაცია.
„საგამოძიებო სამსახურის მიერ, აღნიშნული საწარმოდან ამოღებულია 111 ერთეული NOKIA-ს და 219 ერთეული SAMSUNG-ის სახელით კუსტარულად ნიშანდებული ჩინური მობილური ტელეფონები.
გარდა ამისა, სავაჭრო ობიექტიდან ამოღებულია შემდგომში, ჩინური წარმოების ტელეფონებზე დასატანად გამზადებული APPLE-ის, SAMSUNG-ის, NOKIA-ს და HTC-ის სამარკო ნიშნები“,-აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 196-ე მუხლის 3-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, სამიდან ხუთ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.