ალექსანდრე ჯეჯელავა: სახელმძღვანელოების, კომპიუტერების, სკოლების მხრივ მზადყოფნა არაჩვეულებრივი გვაქვს
07-09-2016, 03:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ახალი სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს. პირველი ძალიან სასიხარულო სიახლე არის ის, რომ გაცილებით მეტი პირველკლასელი გვყავს, ვიდრე გვყავდა, ანუ ვმრავლდებით და უფრო მეტი ბავშვი შედის სკოლაში, რაც ძალიან სასიხარულოა", - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

 

 

"მზადყოფნას რაც შეეხება, სახელმძღვანელოების, კომპიუტერების, სკოლების მხრივ მზადყოფნა არაჩვეულებრივი გვაქვს. ცალკეული შემთხვევები არის, სადაც ძალიან დაჩქარებული მეთოდით მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და ვცდილობთ, რომ ყველაფერი დროულად დავამთავროთ. მათ შორის სასიხარულო სიახლე არის, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრების - ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინსებული ჯამში 100-მდე სკოლის პირველი 13 სკოლა უკვე ამ სასწავლო წელს გაიხსნება. ეს არის არაჩვეულებრივი სკოლები. ძალიან ბევრ ბავშვს ექნება საშუალება აბსოლუტურად არაჩევულებრივ გარემოში განაგრძოს ან დაიწყოს სწავლა“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

 

 

მინისტრის ცნობით, 600-მდე სკოლის რებილიტაცია მიმდინარეობს.

 

 

„მასშტაბური სამუშაოებია. უმეტეს შემთხვევებში ყველაფერი კარგად არის. გვაქვს ცალკეული შემთხვევები, მაგალითად, ლამბალო, სადაც მოგვიწევს გამოვიყენოთ სასწავლო პროცესის ორი კვირით გადაწევის კანონით გათვალისწინებული უფლება. არის შემთხვევები, სადაც შეიძლება ზუსტად 15-ში ვერ მოვასწროთ სარებილიტაციო სამუშაოების დასრულება და ამ შემთხვევაში სწავლამ შეიძლება რამდენიმე კვირით გადაიწიოს“, - განაცხადა ჯეჯელავამ და დასძინა, რომ საუბარია 3-4 სკოლაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი