შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გუშინდელ პრესკონფერენციას მმართველი გუნდის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარების შეფასებისას აცხადებს, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" მხრიდან სტაბილურობაზე მიდის შეტევა.
"ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სტაბილურობაზე მიდის შეტევა, გინდა რიტორიკით, გინდა განცხადებებით, გინდა ქმედებებით. შს მინისტრი, საგარეო თუ ეკონომიკის მინისტრი ყველას გამოსვლა ამ თემაზე ადეკვატურია,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების წევრის" ომარ ნიშნიანიძის თქმით, კრიმინოგენული სიტუაციის მხრივ, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, დღეს უკეთესი ვითარებაა.
"ჩვეულებრივ ხდება ის, რაც ადრეც ხდებოდა, კიდევ უარესი ძველი ხელისუფლების დროს, ახლა უკეთესი მდგომარეობაა....“- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.