„ქართულმა ოცნებამ“ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი შეცვალა - თემურ ჭკუასელის ნაცვლად, კენჭს ნინო წილოსანი იყრის
07-09-2016, 03:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი თემურ ჭკუასელი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღარ იქნება.

 

 

როგორც ჭკუასელმა Guardian.ge-ს განუცხადა, მან პარტიის პროპორციულ სიაში გადაინაცვლა.

 

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი აღნიშნულ ოლქში ნინო წილოსანი იქნება.

 

 

თემურ ჭკუასელის განმარტებით, თავიდანვე დაგეგმილი იყო, რომ ის პროპორციულ სიაში უნდა ყოფილიყო, ხოლო ნინო წილოსანი მაჟორიტარობის კანდიდატი, თუმცა წილოსანთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების დაზუსტება მოხდა.

 

 

„კი არ მოვხსენი კანდიდატურა, უბრალოდ გადავედი პროპორციულ სიაში, თავიდანვე ასე იყო განსაზღვრული, ასე უნდა ყოფილიყო. იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომელიც ახლა არის, რაღაც სიტუაციები იყო გასარკვევი, გაირკვა ყველაფერი და მე, როგორც ჩოხატაურის წარმომადგენელმა გადავინაცვლე სიაში და ის, როგორც ლანჩხუთის წარმომადგენელი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს მოხდა იმიტომ, რომ ორივე რაიონს ჰყავდეს პარლამენტში წარმომადგენელი. ნინო წილოსანი თავიდანვე მოიაზრებოდა, მაგრამ რაღაც ვერ მოესწრო და ახლა ყველაფერი მოესწრო“,-განაცხადა ჭკუასელმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი