თამარ კორძაია: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არაადეკვატურია მოვლენების მიმართ
07-09-2016, 03:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არაადეკვატურია მოვლენების მიმართ", - ასე გამოეხმაურა "რესპუბლიკური პარტიის" წევრი თამარ კორძაია შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

 

 

"ჩვენ როდესაც სისტემურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, არ ვამბობთ, რომ პოლიციელის მუნდირი არ უნდა იყოს დაცული. ზუსტად იმიტომ ვლაპარაკობ სისტემურ პრობლემებზე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბროს, რომ პოლიციის მიმართ ნდობა არსებობდეს. სამწუხაროდ, პრობლემებს აშკარად სხვადასხვა მხრიდან ვხედავთ და ეს არის დიდი პრობლემა. ეს იქნება ძალიან ცუდი შედეგის მომტანი, რადგან პოლიციელების ღირსების დაცვა ერთია და როდესაც პოლიციელი ჩადის დანაშაულს და ადამიანები ამბობენ, რომ ამ ტიპის დანაშაულში ჩართულია პოლიციური სისტემა, შინაგან საქმეთა მინისტრმა იმის ნაცვლად, რომ ამ სისტემის აღმოფხვრაზე ისაუბროს, ლაპარაკობს არა ადამიანების დაცვაზე , არამედ პოლიციელების ღირსების დაცვაზე. ეს გზა არ არის სწორი გზა“, -განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აგრძელებენ დაუნდობელ ბრძოლას სამართალდარღვევების და კრიმინალების წინააღმდეგ.

 

 

„თავად ხედავთ, რომ თითქმის ყველა დანაშაული უმოკლეს დროში იხსნება, ცხელ კვალზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია პრევენცია და აქ საზოგადოების განწყობას, მის თანამშრომლობასა და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ გააზრებული არჩევანი - გვინდა პოტენციური დამნაშავეების ინსინუაციების დაქვემდებარება და მათი თამაშის პირობების მიღება, თუ ჩვენი პოლიციელებისთვის და შესაბამისად უსაფრთხოებისთვის მხარდაჭერა“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი