"რესპუბლიკური პარტიის" წევრი ლევან ბერძენიშვილი შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ბერძენიშვილის აზრით, შექმნილი სიტუაცია უკვე გასცდა ყველა ზღვარს. მისი აზრით, ვითარებას სისტემური ანალიზი სჭირდება.
„მეგონა, მღებრიშვილი ამავე დროს იტყოდა, რომ მოქალაქეებსაც დაიცავს, იმიტომ რომ, არ ვიცი შეამჩნია თუ არა, უკვე საქართველოს დედაქალაქში, ცენტრში კაცს კლავენ. ეს უკვე გასცდა ყველა საზღვარს. ამას უკვე სისტემური ანალიზი სჭირდება. ეს შემთხვევითი ვერ იქნება. ეს ნიშნავს, რომ რაღაც რაოდენობა პოტენციური მკვლელების გამოშვებულია ვოლიერებიდან, თუ არ ვიცი საიდან . მესმის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არის პოლიციის უფროსი და პოლიციას უნდა მოეფეროს, მაგრამ ქართველი ხალხის არჩეულია და ჩვენი დანიშნულია. ჩვენ უნდა მოგვხედოს, მოქალაქეებთან ცოტა მეტი ყურადღებაა საჭირო. მე მგონი უბრალოდ მას არ ესმის თავისი პასუხისმგებლობა, თავისი როლი. მთავრობის მუშაობაში ეს ხარვეზია და აღარ იყურებიან მოქალაქეებისკენ. რატომღაც ჰგონიათ, რომ თანამდებობები მემკვიდრეობით ერგოთ,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
გიორგი მღებრიშვილა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა, რომ პოლიციელის ღირსებასა და მუნდირს დაიცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.