საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი "რესპუბლიკური პარტიის"ლიდერის, დავით უსუფაშვილის მიერ ამერიკული ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არაკომპეტენტურს უწოდებს.
„რამდენად მისაღებია ჩემთვის ამერიკული ბაზის არსებობა საქართველოში, როგორც ამას უსუფაშვილი ამბობს? - უნდა დავსვათ შეკითხვა, რამდენად მისაღებია ეს განცხადება, მაშინ როდესაც ცნობილია, რომ ჩვენ ნატო-ს მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მივდივართ. მე ვფიქრობ, რომ არაკომპეტენტურობა გამოსჭვივის ამ საუბრიდან და წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული ნიშის დაკავების სურვილი აქვს, რომელიც დიდი ხანია უკვე დაკავებულია, ვინაიდან ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის ძირითადი მიმართულება, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. მათ შორის, გარკვეული პერიოდი დავით უსუფაშვილიც მონაწილეობდა და ძალიან კარგად იცის მან და სხვებმაც, რომ ამ სვლას სჭირდება საკმაოდ დინჯი თანამშრომლობის ის რეჟიმი, რომელიც, პრინციპში, გაგვაჩნია.
ნატო არ შედგება მხოლოდ ერთი სტრუქტურისგან, ნატო არის ქვეყნების გაერთიანება და ამ ქვეყნებთან საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს. ეს არის სტაბილური თანამშრომლობა, რომელიც ემსახურება საქართველოს ინტერესებს, მის უსაფრთხოებას და არა მარტო საქართველოს ინტერესებს, მსოფლიოს ინტერესებსაც, რომ საქართველო იყოს მოკავშირე, ერთობ მძლავრი და მშვიდობაზე ორიენტირებული სამხედრო გაერთიანების“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.