დავით ბაქრაძე: ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად
07-09-2016, 04:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

 

 

ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს აღნიშნა.

 

 

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს მეოთხედ სტუმრობს. მინისტრის განცხადებით, პარტნიორ სახელმწიფოებში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს.

 

 

„ეს რიგით მეოთხე ვიზიტია. ზოგადად პარტნიორ სახელმწიფოებში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს და ჩვენ ძალიან ვამაყობთ თანამშრომლობის ძალიან მაღალი ხარისხით და იმ მჭიდრო ურთიერთობებით, რომელიც გაგვაჩნია ქვეყანაში, ერთი მხრივ, დემოკრატიული რეფორმების, მეორე მხრივ, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ზოგადად ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში. ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ მაღალ ინტერესზე, მაღალი ხარისხის თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენ ალიანსთან გაგვაჩნია და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

საქართველოში დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით, ჩრდილოატლანტიკური საბჭო ჩამოვა.დღესვე თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიხსნება, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს. იენს სტოლტენბერგი საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებსაც გამართავს. ის ასევე ჩაატარებს ლექციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი