"ივანიშვილს გუნდში ბევრი რამ არ მოსწონს და ხშირად გაღიზიანებას ვერ მალავს, ვინ იფიქრებდა, რომ 4 წლის შემდეგ "ოცნებას" საქმე ასე გაურთულდებოდა" – სოსო ცინცაძე
07-09-2016, 05:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის საკითხს აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. იგი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის გააქტიურება "თითიდან გამოწოვილი და უსაფუძვლო არ გახლავთ" და ის "რაღაც აუცილებლობამ გამოიწვია".

 

 

ცინცაძე აცხადებს, რომ "ოცნებას" თავისი "შიდა მოხმარების სოციოლოგიური გამოკითხვები აქვს, რასაც არ ახმაურებს. როგორც ჩანს, მისი შედეგი არცთუ ისე დიდი წარმატების მოლოდინს ქმნის. ალბათ ამიტომაც გახდა საჭირო სტრატეგიული რეზერვისა თუ მძიმე არტილერიის გამოყენება და აქ ბიძინა ივანიშვილი იგულისხმება, რომელიც "ოცნებისთვის" რესურსია".

 

 

პოლიტოლოგის ვარაუდით, ივანიშვილის აქტიურობა იმითაა გამოწვეული, რომ იგი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობით და გუნდით "მაინცდამაინც კმაყოფილი არაა". აღნიშნულ საკითხზე სოსო ცინცაძემ გაზეთ "რეზონანსთან" ისაუბრა.

 

 

"როგორც ჩანს, ივანიშვილი "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობით მაინცდამაინც კმაყოფილი არაა. ვფიქრობ, არც გუნდითაა კმაყოფილი. მისი ტონალობა, გაღიზიანება, წონასწორობიდან უცბად გამოსვლა - ეს არ გახლავთ ის ტონალობა, რომელიც 2012 წელს გამარჯვების შემდეგ ყოფილ პრემიერს ჰქონდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას ბევრი რამ არ მოსწონს და ხშირად გაღიზიანებას ვერ მალავს. ვინ იფიქრებდა, რომ 4 წლის შემდეგ "ოცნებას" საქმე ასე გაურთულდებოდა. გნებავთ, ღირსეული კანდიდატების მოძებნა ავიღოთ. ხომ ხედავთ, რა ხალხი დააყენეს მაჟორიტარობის კანდიდატებად? - სულ უცნობები. საზოგადოება მათ აბსოლუტურად არ იცნობს. მეორე საკითხია მოქმედი პრემიერი, რომელიც, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ პრობლემებზე ისაუბროს, თავის უმეტეს დროს ყოველდღიურად რეგიონებში აბსოლუტურად უცნობი ხალხის წარდგენას უთმობს. გარდა ამისა, "ოცნებას" ძალიან ხშირად უხდება თავის მართლების რეჟიმში გადასვლა, რადგან არგუმენტი მძიმე მემკვიდრეობის შესახებ უკვე საკმარისი აღარაა. მაშინ "ნაციონალებისგან" შეიძლება სოციალურ ჭრილში კონტრარგუმენტიც კი მოისმინონ, რადგან მათ ამ კუთხით ათჯერ და ოცჯერ უფრო მძიმე მემკვიდრეობა მიიღეს. "ოცნების" ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მათ გრძელი სათადარიგო სკამი არ აღმოაჩნდათ, ისევე როგორც "ნაციონალებს". ყველაფერს ვიფიქრებდი და ზურაბიშვილის ქალს თუ საიდანღაც გამოჩხრეკდნენ და მომავალ პარლამენტში შესასვლელად მხარს დაუჭერდენენ, ამას კი ვერ წარმოვიდგენდი", - აცხადებს სოსო ცინცაძე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი