„საქართველოს ბანკს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
07-09-2016, 05:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს ბანკს“ ახალი გენერალური დირექტორი კახაბერ კიკნაველიძე უხელმძღვანელებს.

 

 

როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, კახა კიკნაველიძემ შეცვალა მურთაზ კიკორია, რომელიც საქმიანობას საბანკო სექტორს მიღმა განაგრძობს.

 

 

მურთაზ კიკორია „საქართველოს ბანკში“ სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე 2008 წლიდან მუშაობდა.

 

 

კახა კიკნაველიძემ კი კარიერა „საქართველოს ბანკში“ ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე 1994 წელს დაიწყო, ხოლო შემდგომ კაპიტალის ბაზრების სფეროში გადაინაცვლა და სხვადასხვა პოზიციაზე UBS-სა და Troika Dialog-ში მუშაობდა. 2008 წლიდან დღემდე კახა კიკნაველიძე „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტს იკავებდა. 2011 წლიდან დღემდე ის ასევე იყო საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

 

 

კახა კიკნაველიძე ლონდონში არსებული ინვესტიციების მართვის კომპანიის „რიონი კაპიტალ პარტნერსის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. როგორც ბანკის პრესსამსახურში აცხადებენ, ამ პოზიციას კიკნაველიძე 2016 წლის ბოლომდე „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტზე დანიშვნის გამო დატოვებს.

 

 

კახა კიკნაველიძე აცხადებს, რომ მისთვის დიდი პატივია აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა.

 

 

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მეძლევა მოღვაწეობა გავაგრძელო ბანკში, აღმასრულებელ როლში. ვთვლი, რომ საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“, რომლის წევრიცაა „საქართველოს ბანკი“, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად მართული ორგანიზაციაა და ჩემთვის პატივია შევუერთდე მის მმართველ გუნდს და ბანკი განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ. „საქართველოს ბანკს“, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანას მთლიანობაში, განვითარების ბევრი შესაძლებლობა აქვს და მე მოუთმენლად ველი მუშაობის გაგრძელებას ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოსთან, „ბიჯეო ჯგუფისა“ და „საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტსა და თანამშრომლებთან ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვისა და ჩვენი ყველა სტრატეგიული პრიორიტეტის განხორციელებისთვის“,- განაცხადა კახა კიკნაველიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი