მიხეილ ჯანელიძე: სტოლტენბერგთან ვისაუბრებთ კონკრეტულად, როგორ უნდა განხორციელდეს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებები
07-09-2016, 05:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-ს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მხარდაჭერად აფასებს საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

 


”გენერალური მდივანი და ატლანტიკური საბჭო ქვეყანაში ჩამოდის მნიშვნელოვან პერიოდში, ვარშავის სამიტის შემდეგ, რაც არის პირველ რიგში, პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის. ეს არის დადასტურება ყველა იმ შედეგის, რომელიც საქართველოს მთავრობას ჰქონდა ამ პერიოდის განმავალობაში. ეს ვიზიტი არის ხაზგასმა ჩვენი რეფორმების, რათა მათ თავიანთი თვალით ნახონ, დაათვალიერონ როგორც თავდაცვის სფეროში განვითარებული რეფორმები და განხორციელებული პროექტები, ასევე ისაუბრონ საქართველოში ყველა აქტორთან, იქნება ეს საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, მედია, პოლიტიკური პარტიები თუ ა.შ. მათ ექნებათ სრული სურათი თუ როგორ ვითარდება ქვეყანა და რა ნაბიჯებს დგამს, იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროატლანტიკურ სივრცეს და ჩვენი მიზანი იყოს შესრულებული ერთობლივად”, - განაცხადა ჯანელიძე.

 

 

მინისტრის თქმით, საუბარი შეეხება იმას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებები.

 


„საუბარი შეეხება გამოწვევებს, საფრთხეებს, რომელიც დღეს რეგიონშია და არა მარტო საქართველოს აქვს, არამედ დღეს ევროატლანტიკურ სივრცეს გააჩნია. იმ პარტნიორობით და ღრმა თანამშრომლობით, რომელიც ჩვენ ალიანსთან გვაქვს, როგორ შეიძლება ამ საფრთხეებს გავუმკლავდეთ და რა შეიძლება იყოს ის ნაბიჯები, რომელიც ერთად გადაიდგმება. ეს ნაბიჯები ვარშავის სამიტზე შეთანხმდა. ეს არის ჩვენი მეტი ჩართულობა და მონაწილეობა შავი ზღვის სტრატეგიული განხილვის საკითხებში, უსაფრთოების საკითხებში. ეს არის საჰაერო თავდაცვა, ეს არის ჩვენი სხვა ორმხრივი თანამშრომლობა ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ტერიტორიული თავდაცვის გაძლიერების კუთხით, რა თქმა უნდა, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულება. ჩვენ ვისაუბრებთ კონკრეტულად, როგორ უნდა განხორციელდეს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებები”, - განაცხადა ჯანელიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი