საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პლენარული სხდომის ჩაშლის გამო, ქუთაისში ჩასულ პირებსა და ამომრჩეველს ბოდიში მოუხადა. უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ "8 ოქტომბერს ისეთი პარლამენტი იქნება არჩეული, რომელიც აღებულ პასუხისმგებლობას პირველი დღიდან ბოლო დღემდე ღირსეულად ატარებს”.
”პარლამენტში გვესწრებიან პრეზიდენტის მიერ უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი კანდიდატები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ჩვენ გვესწრება ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რომელიც მზად იყო, გამოეტანა სარატიფიკაციო დოკუმენტები სასესხო შეთანხმების თაობაზე. მე მინდა მათ ბოდიში მოვუხადო პარლამენტის სახელით, ჩემი კოლეგების სახელით. დღეს ჩვენ ვერ შევძლებთ სხდომის ჩატარებას. მე ბოდიშს ვუხდი მოსახლეობასაც, ამომრჩეველს, რადგან ამ დროის მდგომარეობით პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც უნდა იყოს შრომისუნარიანი და შემძლე იმისა, რომ აკეთოს თავისი საქმე.
მე მადლობას მოვახსენებ ყველა კოლეგას, რომელიც აქ ბრძანდება - რომ არანაკლებ დაძაბული გრაფიკისა, აქ მობრძანება შეძელით. მეორეს მხრივ, არჩევნებს თავისი კორექტივები შეაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის პარლამენტის ცხოვრებაში, თუმცა მინდა ვისურვო, რომ მომავალი პარლამენტი, რომელსაც 8 ოქტომბერს ავირჩევთ, შესძლებს იმას, რომ პირველი დღიდან ბოლო დღემდე ღირსეულად ატაროს დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ჰქვია და მოქალაქეებს ოდნავაც არ გაუჩინოს განცდა იმისა, რომ მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრები ვერ ახერხებენ ფუნქციების შესრულებას. მე ვიცი ჩვენი რამდენიმე კოლეგა, რომელიც სამწუხარო მიზეზების გამო ვერ გვესწრება. როგორც ყოველთვის, არის გარკვეული გამონაკლისები, თუმცა დღეს ალბათ ცოტა უფრო კარგად უნდა წარვმდგარიყავით ერთმანეთისა და საზოგადოების წინაშე”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა ვერ გაიმართა. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის გახსნისთვის, რომელიც მოქმედი პარლამენტისათვის ბოლოა, კვორუმი არ შედგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.