“ქართუ” ქუთაისის მიმდებარედ, მუხრანის ტყეში, 500 მილიონი ევროს ღირებულების ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას იწყებს
07-09-2016, 07:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა მიმდინარე თვეში დაიწყება. ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელ "ქართუ ჯგუფში" განაცხადეს.

 


მათი ინფორმაციით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მუხრანის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტის ღირებულება 500 მილიონი დოლარია. წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს პირადად ბიძინა ივანიშვილმა მისცა.

 


"ქუთაისში დავაარსებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით, რომელსაც ისეთი მნიშვნელობა ექნება საქართველოში, როგორც გელათის აკადემიას ჰქონდა დავით აღმაშენებლის დროს", – განაცხადა ივანიშვილმა ოთხი წლის წინათ, ქუთაისში გამართულ ერთ–ერთ აქციაზე. საუნივერსიტეტო კომპლექსი არ იქნება ვინმეს საკუთრება. “ეს იქნება სახელმწიფო სსიპ, ისევე როგორ სამეცნიერო ცენტრი დიღომში და მიიღებს დაფინანსებას. "ქართუ" არ იქნება კერძო მესაკუთრე, იქნება მხოლოდ კერძო დამფინანსებელი “, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მედია საშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი