კახა კალაძე ბრალდებებს პასუხობს: შეიძლება კენედის მკვლელობაც მე დამაბრალონ
07-09-2016, 07:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებეს პასუხობს. კალაძის თქმით, "გულდასაწყვეტია, რომ ამდენი ცილისწამება ისმის, თუმცა კარგად მესმის, რომ ჩვენ საარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით".

 

 

„როდესაც არჩევნები ახლოვდება, ხან სამარშრუტო ტაქსების ბიზნესის წართმევას მაბრალებენ, ხან ხუდონი თითქოს ჩემი საკუთარი პროექტია, ბოლოს გავიგე თითქოს გორში ქარის ელეტროსადგური ჩემი საკუთრებაა, მზის სადგურებიც, რომელიც სამომავლოდ არის დაგეგმილი, ესეც ჩემი ყოფილა და ათასი რამ სიბინძურეები. ახლა ველოდები ჩემი ძმის საქმის ახლიდან წარმოჩენას საზოგადოებისთვის და შეიძლება, კენედის მკვლელობაც თავიდან განიხილონ და ესეც მე დამაბრალონ, მათ ოჯახს მე ადამიანურად თანავუგრძნობ, მათ მეუღლეებს, დედას, თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ იმისა, რომ ჩემი მხრიდან იყო რაიმე ზეწოლა ან მითითება, წარუდგინონ შესაბამის სამსახურებს, რომ დაიწყოს ამ მიმართულებით გამოძიება.

 

 

თუ ფიქრობენ, რომ მორალურად დამანგრევენ, ძალიან ცდებიან, რადგან ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტკივილი, ძალიან ბევრი რთული ბარიერი მაქვს გამოვლილი, ასე რომ ცილისწამებები ნამდვილად ხელს ვერ შეუშლის ჩემს იმ საქმიანობას, რასაც მე დღეს ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი სამშობლოსთვის ვაკეთებ“, -აღნიშნა ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა.

 

 

რამდენიმე დღის წინათ იარაღის შენახვის ბრალდებით სამართლამდანცველებმა გიორგი ფეიქრიშვილი და ნოდარ ნიშნიანიძე დააკავეს. დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული პირების დაკავებით დაინტერესებული სწორედ ენერგეტიკის მინისტრი იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი