სასტუმრო „რედისონში“ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობენ.
ნატო-ს გენერალური მდივანი და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო საქართველოს დღეს ეწვია. იენს სტოლტენბერგი გიორგი კვირიკაშვილს უკვე შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.