ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში ხანძრის შედეგად ინაიშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ოპერატიულად განხორციელებული სალიკვიდაციო ღონისძიებების მიუხედავად ცეცხლის დროულად ლოკალიზება ვერ მოხერხდა, სახლი მთლიანად დაიწვა.
დაზარალებულები ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ მოინახულა, ვითარებას ადგილზე გაეცნო და მათ შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის ადგილობრივი კომისია სწავლობს. მიმდნარეობს საორტიენტაციო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.