"პრემიერ მინისტრთან შემდგარი კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. დასამალია არა არის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე მივმართე თხოვნით დავბრუნებოდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მაგრამ არსებულ ვითრებაში მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არის დროული და ხელს შეუწყობს როგორც იმერეთის რეგიონის განვითარებას, ასევე მიმდინარე პროცესების ეფექტურ წარმართვას", -განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
ყოფილი გუბერნატორის თქმით, მათ შეძლეს პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანების გუნდის ჩამოყალიბება, რაც აისახა კიდევაც გუბერნიის ადმინისტრაციის წარმატებულ საქმიანობაში. "2014 წლის შედეგების მიხედვით იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაცია იყო ერთ-ერთი წარმატებული გაწეული მუშაობის შედეგების მიხედვით, ხოლო განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით საუკეთესო. ეს ჩემთვის არის საამაყო, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს. ამავე დროს ყოველი საქმე მოითხოვს განახლებას და შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებას. ვიმედოვნებ, რომ მოსალოდნელი საკადრო ცვლილება მოიტანს ახალ ხედვებს და ახალ წარმატებებს, განსაკუთრებით საინვესტიციო სფეროში, რაც რეგიონის მოსახლეობის დასაქმების უკეთეს პერსპექტივებს განსაზღვრავს".
ზაზა მეფარიშვილის თქმით, მას ჯერჯერობით არანაირი შემოთავაზება არ აქვს და ამდენად, ამ ეტაპზე არ იცის სად განაგრძობს საქმიანობას.
ზაზა მეფარშვილი იმერეთის გუბერნატორად 2013 წლის დეკემბრში დაინიშნა. მანამდე კი შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.