პარლამენტის ვიცე სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს და შესაბამისი რაოდენობის დეპუტატების სხდომათა დარბაზში მისვლა საკმაოდ რთულია.
მისივე თქმით, ის რომ დღეს პარლამენტში სესია ვერ ჩატარდა, განსაკუთრებული არაფერია.
,,ერთი თვით ადრე არჩევნებამდე რთული წარმოსადგენია, რომ პარლამენტი იყოს ქმედუნარიანი, მითუმეტს, რეგლამენტშიც გაწერილია რომ ერთი თვით ადრე პარლამენტი არ მუშაობს. გათვალისწინებულია ის მოცემულობა, რომ მოქმედი დეპუტატები, შესაძლოა ჩართული იყვნენ კამპანიაში. ამიტომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს არ არის დივერსია. ეს არის ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანიის პერიოდი, როდესაც გართულდა შესაბამის რაოდენობის დეპუტატების მოხმობა დარბაზში. ასე, რომ რაიმე დივერსიის და კანონდარღვევის ძიება აქ არასწორია“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.