„ერთ თვეში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე“,-განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა მოწადინებულია, საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული ნორმების და სტანდარტების თანახმად ჩაატაროს.
„მთავრობის ძალისხმევა მიმართულია მაქსიმალურად პლურალისტური, ღია, თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, სადაც მრავალ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროგრამა და გზავნილი მიაწოდონ ამომრჩეველს. 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება. ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი რეალობად ვაქციოთ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მან ასევე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია სწორედ იმითაც, რომ საბჭოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე შეაფასონ საქართველოს პროგრესი, შეხვდნენ საქართველოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
„მათ შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ რეფორმების მიმდინარეობას და შედეგებს და პასუხები მიიღონ კითხვებზე მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო კმაყოფილება, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მხრიდან იქნა აღირებული საქართველოს პროგრესი და მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ ამ პროგრესის დინამიკა აუცილებლად შენარჩუნდება და საქართველო დაუახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და მიაღწევს საბოლოო მიზანს - გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შედეგები აუცილებლად ჰპოვებს ასახვას ნატო-ს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში. ჩვენ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს“, - განაცხადა კვირიკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.