სტოლტენბერგი: ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომელიც უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს
07-09-2016, 09:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ის, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო, მონტენეგროს ჩათვლით საქართველოში იმყოფება, მხარდაჭერის და პარტნიორობის დამადასტურებელი სერიოზული გზავნილი გახლავთ“,-განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

მისი თქმით, ქართული მხარე აგრძელებს დემოკრატიული და სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც ეხმარება საქართველოს, დაუახლოვდეს ნატო-ს.

 

 

„ჩავატარეთ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის ჩარჩოებში და წარვმართეთ სიღრმისეული დისკუსია საქართველოს წვლილზე საერთო უსაფრთხოებაში, თქვენი ქვეყნის რეფორმებისა და იმ მიღწევების ფონზე, რომელიც გაგაჩნიათ, ასევე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენი პარტნიორობა ძალიან მყარია და კიდევ უფრო ძლიერდება. ნატო მადლიერია იმ სამსახურისა, რომელიც ქართველმა სამხედროებმა გასწიეს ავღანეთში. საქართველომ სერიოზული მსხვერპლი გაიღო ჩვენი ერთობლივი, ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად და შეაქვს რა წვლილი ეროვნულ უსაფრთხოებაში, საქართველო ახორციელებს საკმაოდ ამბიციურ რეფორმას თავდაცვის სისტემაში.

 

 

ქართული მხარე აგრძელებს დემოკრატიული და სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც ეხმარება საქართველოს, დაუახლოვდეს ნატო-ს. რეფორმების გზაზე თქვენ მარტო ნამდვილად არ მოძრაობთ. საქართველოს ხელშია ყველა საჭირო ინსტუმენტი, რათა იმოძრაოს ნატო-ს წევრობისაკენ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

ნატო-ს გენმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ, ყველა მოკავშირე მიესალმება საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმას და საერთო პროგრესს.

 

 

მან განაცხადა, რომ საქართველოს ურყევი პროგრესისთვის ნატო ელოდება  მომავალ არჩევნებს, რომელიც დააკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს.

 

 

„ეს გახლავთ ქვაკუთხედები საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის. ნატო-ს სამიტზე ვარშავაში ალიანსის ლიდერები მიესალმნენ იმ სერიოზულ პროგრესს, რომელიც საქართველომ აჩვენა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პროგრესი გაგრძელდება, რაც მოიცავს საკონსტიტუციო, საარჩევნო რეფორმებს. საქართველოს ურყევი პროგრესის ჭრილში ჩვენ ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომელიც დააკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიული სტანდარტებს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ჭრილში. რეფორმები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს მოსახლეობისათვის, თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური აყვავებისათვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

კომენტარები: 2
#2   makers
      
21 დეკემბერი 2016 10:54
#1   viagra
      
Is there a cure/remedy for the intense headaches one gets from the use of buy viagra uk?
20 სექტემბერი 2016 04:12
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი