ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი თუ არა, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი და არც ერთ სხვა მხარეს არ გააჩნია აღნიშნულ პროცესში ჩარევის უფლება.
”ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის აღნიშნული წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას, რომ გააკეთოს არჩევანი, იყოს ალიანსის წევრი ან პირიქით. ეს გახლავთ დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. საქართველო გახდება ნატოს წევრი თუ არა, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი და არც ერთ სხვა მხარეს არ გააჩნია აღნიშნულ პროცესში ჩარევის უფლება. ამას რეგულარულად ესმება ხაზი ნატო-ს მხრიდან. ნატო-ს კარი ღიაა. მრავალჯერ მოხდა აღნიშნულის დემონსტრირება, მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, რომ მას ნატო-ს გაფართოების აღნიშნული პროცესი არ მოსწონს. ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას. 28-დან 29 წევრის მიმართულებით ვმოძრაობათ, რადგან მონტენეგრო 29-ე წევრი უნდა გახდეს, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ ნატო-ს კარი ღიაა გაფართოების მიმართულებით. აღნიშნული ეხება საქართველოსაც. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ბუქარესტში და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აღნიშნული გადაწყვეტილება ვარშავაში”, - განაცხადა სტოლტენბერგმა გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.