გიორგი კვირიკაშვილი: ნატო-ს საბჭოს წევრებმა ერთხმად აღიარეს საქართველოს პროგრესი
07-09-2016, 09:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველო ალიანსის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და სანდო პარტნიორი“,-განაცხადა  პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

 

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეოთხე ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური მხარდაჭერის და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გზავნილია.

 

 

„დღეს დაიწყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეოთხე ვიზიტი საქართველოში. ეს ვიზიტი ალიანსის საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერის და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გზავნილი გახლავთ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ნატო-ში და ალიანსში გაწევრიანების კურსს. მადლობა მინდა მოვახსენო ალიანსს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გამოჩენილი მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. გვქონდა ძალზე ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრა გენერალურ მდივანთან. მოხარული ვარ, გამეცნო გენერალური მდივნისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენები, დემოკრატიული რეფორმები, მზადება არჩევნებისთვის და განგვეხილა ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები, მათ შორის კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით.

 

 

აღნიშნული თემების განხილვა გაგრძელდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მონაწილეობით, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში.  კომისიის შეხვედრაც ძალიან პროდუქტიული და ინფორმატიული გახლდათ. ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებმა ერთხმად აღიარეს საქართველოს პროგრესი დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარების, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების განვითარების მიმართულებით.

 

 

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ბოლო ვიზიტის შემდეგ ნატო-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა და ახალ დონეზე ავიდა, როგორც უელსის, ისე ვარშავის სამიტებზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მიღებული.

 

 

საქართველო ალიანსის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და სანდო პარტნიორი. ჩვენი ქვეყანა გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის წევრია. საქართველო მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც გვაახლოებს ეფექტურ მიზანთან. მიმდინარეობს თავდაცვის სფეროში მუშაობა, რაც ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის გაზრდას ემსახურება. ჩვენი ოფიცრები და ჯარისკაცები ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების წინაშე და ვამაყობ, რომ საქართველოს ასეთი გმირები ჰყავს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   cheap_viagra
      
Cheapest place to buy cheap viagra online , where can i buy viagra for women .
17 ნოემბერი 2016 03:08
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი