"ადამიანი ფიქრობს დღეს მხოლოდ მატერიალურზე და ვერ ხედავს, რომ ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია. წარსულში ასეთი დრო, რომ ასე დაცემული ყოფილიყო კაცობრიობა, არ ყოფილა. ღმერთმა შეგინდოთ, ღმერთმა გაპატიოთ ცოდვები და ღმერთმა მოგცეთ მადლი სულიწმინდისა", - განაცხადა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
უწმინდესის თქმით, ადამიანი თვითონ ირჩევს სასუფეველს და თვითონ ირჩევს ჯოჯოხეთს. "ადამიანი თვითონ დგება მაცხოვრის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. ბოროტი, ურწმუნო ადამიანი, სასუფეველში ვერ გაძლებს, ეს იქნება მისთვის ტანჯვა, რადგან ის ბოროტებით არის შეპყრობილი. ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს თავის ცოდვებზე, ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ სხვების ცოდვები და არა საკუთარი. ეს ამდაბლებს ადამიანს და ამძიმებს", - განაცხადა პატრიარქმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.