„მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის სწორად იყოს მიწოდებული ინფორმაცია, თუ რა არის ნატო. ეს პრობლემა დგას მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებშიც და ხშირად მიწევს იმის ახსნა, რომ ეს არ არის მარტო სამხედრო ალიანსი და ნატო არის პოლიტიკური ორგანიზაციაც“,- განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი ოფისის გახსნაზე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდერ ვერშბოუმ.
მან ქართველებს აღნიშნული ცენტრის გახსნა მიულოცა.
„მოგილოცავთ ცენტრის გახსნას. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. მინდა მადლობა გადავუხადო ცენტრს იმ ღვაწლისთვის, რომელიც მიუძღვის საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში, თუ რა არის ნატო. მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის სწორად იყოს მიწოდებული ინფორმაცია, თუ რა არის ნატო. ეს პრობლემა დგას მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებშიც და ხშირად მიწევს იმის ახსნა, რომ ეს არ არის მარტო სამხედრო ალიანსი და ნატო არის პოლიტიკური ორგანიზაციაც.
ზოგიერთის შეფასებით, საქართველოს დიდი დრო დასჭირდება ნატოში ინტეგრაციისთვის და ეს შეფასებები გამომდინარეობს იქიდან, რომ არასწორი გზავნილები ისმის სხვადასხვა მხრიდან. თუმცა საქართველოს ბევრ მოქალაქეს ჩამოყალიბებული აქვს თავისი პოზიცია ნატოსთან მიმართებაში და ძალიან ბევრმა ტაქსის მძღოლმაც იცის, რა ითქვა ბუქარესტის სამიტზე“, - განაცხადა ვერშბოუმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.