„ნატო-მ გადაწყვიტა, აგვემაღლებინა ჩვენი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. მანამდეც იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ყოფნას რეგიონში და შავი ზღვის აკვატორიაში“,-განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებისთვის უმნიშვნელოვანესია, მჭიდრო კონტაქტი გააჩნდეს პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა და საქართველო.
„შავი ზღვის რეგიონი უმნიშვნელოვანესი გახლავთ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის. ჩვენ რუსული ყოფნის ზრდა ვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში, ასევე, ყირიმის ნახევარკუნძულის ინტენსიური მილიტარიზაცია. ნატო-მ გადაწყვიტა, აგვემაღლებინა ჩვენი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. მანამდეც იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ყოფნას რეგიონში და შავი ზღვის აკვატორიაში. ვარშავის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რათა გაგვეფართოებინა ჩვენი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში და ვმუშაობთ ამ მიმართულებით სამხედრო დაგეგმარების ექსპერტებთან. ნატო-ს მოკავშირეებისთვის უმნიშვნელოვანესია, გაგვაჩნდეს მჭიდრო კონტაქტი პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და ის, რომ მათთან ვაწარმოოთ დიალოგი იმ თემაზე, რასაც ჰქვია ჩვენი ყოფნის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.