მომავალი სამი წლის განმავლობაში საქართველო ავტოსპორტში მსოფლიო ჩემპიონატის სეზონების თითო ეტაპს უმასპინძლებს
07-09-2016, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, მსოფლიო ჩემპიონატის - TCR International-ის დამფუძნებელმა, მარჩელო ლოტიმ და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის პრეზიდენტმა შოთა აფხაზავამ სამმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

 

 

ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების მიხედვით, საქართველო ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის - TCR international-ის 2017, 2018 და 2019 წლების სეზონების თითო ეტაპს უმასპინძლებს.

 

 

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ასეთი რანგის ასპარეზობის საქართველოში გამართვა, კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს სპორტულ რუკაზე, საქართველო მიიღებს ტურისტების დამატებით ნაკადს და გახდება საინტერესო ქვეყანა სპორტული ტურიზმის მიმართულებით.

 

 

„გარდა ამისა, ასეთი მაღალი რანგის სპორტსმენების საქართველოში ვიზიტი, კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტური იქნება ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით, თავდაუზოგავი შრომითა და საქმის ერთგულებით, შეიძლება, უდიდეს წარმატებას მიაღწიო. კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც შეჯიბრების ერთ-ერთი ეტაპის საქართველოში გამართვას ლაიტმოტივად გასდევს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაა. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რეალურ საგზაო მოძრაობაში ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა და ყველა საგზაო ნიშნის უპირობო დამორჩილება. ჩვენი ჟინი და ადრენალინი კი ავტოდრომებზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში დავხარჯოთ, რათა არ შევუქმნათ საფრთხე სხვებს და რა თქმა უნდა, საკუთარ თავს. ჩვენი გულისთვის, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის“,- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 

ხელმოწერის ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

 

შეთანხმების გაფორმების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ხელმძღვანელმა ტურნირის ორგანიზატორებთან ჩემპიონატის საქართველოს ეტაპის სრულყოფილად გამართვასთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს.

 

 

შეთანხმების ხელმოწერას შს სამინისტროს სპორტული კლუბის - MIA Force-ის წევრი დათა ქაჯაიაც ესწრებოდა, რომლის წარმატებულმა გამოსვლამ მსოფლიო ჩემპიონატზე TCR international-ის ორგანიზატორების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

 

 

TCR International-ის დამფუძნებელი მარჩელო ლოტი და მსოფლიო ჩემპიონტის სპორტული დირექტორი ნუნცია კორვინო მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის - MIA Force-ის მოწვევით ჩამოვიდნენ. სტუმრებმა პირველი, გაცნობითი ხასიათის ვიზიტის დროს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების პერსპექტივაზე იმსჯელეს.

 

 

საერთაშორისო ჩემპიონატი TCR International-ი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე მთელი წლის განმავლობაში იმართება. ტურნირს რამდენიმე მილიონი გულშემატკივარი ჰყავს და წამყვან სპორტულ არხებზე გადაიცემა.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   viagra_uk
      
Training: there there there there is is is is ordering viagra uk online safe doctor begging for months.
11 ნოემბერი 2016 04:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი