„მე მაქვს პროგნოზები იმის, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მოახდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში“,-განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ძალიან დიდი ძალისხმევა გაწეული იმისათვის, რომ ეს არჩევნები ერთ-ერთი საუკეთესო იყოს საქართველოს უახლეს ისტორიაში.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ, შევინარჩუნოთ ის სტანდარტი, რომელიც იყო ნაჩვენები საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებზე, თუმცა ამ არჩევნების მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, გაცილებით უფრო მაღალია. შესაბამისად, ფსონებიც მაღალია. ამიტომ ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება მთავრობას ამ შემთხვევაში და მმართველ პარტიას არჩევნების დემოკრატიულობაზე და გამჭვირვალობაზე.
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ძალისხმევა გაწეული იმისათვის, რომ ეს არჩევნები მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყოს საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო დამკვირვებლები, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა საერთაშორისო დამკვირვებლებისა იმისათვის, რომ მთელ წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ 4 თვით ადრე გამოიცა არჩევნების განკარგულება პრეზიდენტის მხრიდან. ეს იყო კონსულტაციების შედეგი, ბუნებრივია, და მთავრობის მიერ იქნა კონტრასიგნებული. ეს ნიშნავს იმას, რომ სტანდარტი საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის ხანგრძლივობის კუთხითაც უფრო მაღალია“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ გატარდა სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები, რათა კიდევ უფრო გამკაცრებულიყო სისხლის სამართლის კოდექსი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაზე და შეურაცხყოფაზე.
„ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა არის ყველაზე მაღალი ამ პროცესში და სწორედ ამაზეც მეტყველებს ის, რომ საქართველოში არის უპრეცედენტოდ თავისუფალი მედია-სივრცე, როგორიც ნამდვილად არ ყოფილა წინა საპარლამენტო არჩევნების დროს.
მე აღარ ჩავუღრმავდები იმას თუ რა იყო და რა არის. ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია. მე ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ გვქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები. მე მაქვს პროგნოზები იმის, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მოახდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში, დაამკვიდრა გაცილებით უფრო მაღალი პოლიტიკური სტანდარტი, როდესაც აღარ არის მედიაზე ზეწოლა და აღარ არის ბიზნესზე ზეწოლა, თავისუფლების დაცვის ინდექსი არის გაცილებით უფრო მაღალი, გაორმაგებული და ეს აღიარებულია ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხალხი ამას აფასებს და ხალხი, რა თქმა უნდა, მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ჩვენ ველოდებით ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.