შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ქება-დიდება შეასხა. ამის შესახებ BBC წერს.
ნიუ იორკში სამხედრო ვეტერანების მხრიდან დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემისას, რომელშიც ორივე, რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატი მონაწილეობდა, ტრამპმა ფორუმს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი „გაცილებით მეტადაა ლიდერი, ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი [ობამა] არის“.
ტრამპის აღნიშნული სიტყვების წარმოთქმას წინ უძღოდა პენტაგონის ხელმძღვანელის კრემლისადმი გამოხატული ბრალდება იმის თაობაზე, რომ რუსეთი გლობალური არასტაბილურობის მარცვლებს თესავს.
დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა კი ისევ გაიმეორა, რომ მის მიერ ერაყის ომისთვის ხმის მიცემა „შეცდომა“ იყო.
NBC-ის წამყვანმა მეთ ლოუერმა ტრამპს მისი პუტინისადმი გამოთქმული კომპლიმენტები შეახსენა, რაზეც მან უპასუხა: „მას ნამდვილად აქვს 82%-იანი მოწონება“.
„მე ვფიქრობ, როცა იგი მე მიწოდებს ბრილიანტს, მე ვიღებ კომპლიმენტს, გასაგებია?“ - განაცხადა ბიზნესმენმა და დაამატა რომ პუტინი „ჩინებულად აკონტროლებს მის ქვეყანას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.