"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
პოლიტსაბჭოს დღევანდელი შეხვედრის მთავარ თემას აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნილი მდგომარეობა წარმოადგენს.
პოლიტსაბჭოს სხდომას ავთანდილ ბერიძე, ალექსანდრე ჩიტიშვილი და დავით ბაციკაძეც ესწრებიან.
როგორც მათ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებისას განუცხადეს, პოლიტსაბჭოს ფარგლებში განიხილავენ იმ პრობლემებს, რაც შეიქმნა აჭარის უმაღლეს საბჭოში და იმსჯელებენ პრობლემის შექმნის მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.