პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას დღეს გამართავს.
პრეზენტაცია 21:00 საათზე, „ექსპო-ჯორჯიაშია“ დაგეგმილი.
დღესვე გახდება საჯარო პარტიის პროპორციული სია, ვინაიდან არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) საარჩევნო სიის წარდგენის ვადა სწორედ დღეს იწურება.
„ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე დასახელებული ჰყავს.
საარჩევნო პროგრამის წარდგენას პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, ასევე სხვა ლიდერები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები დაესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.