საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სასტურმო „თბილისი რუმსში“ ორმხრივი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გატარებულ რეფორმებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს ახალი სტრატეგიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ლევან იზორიას განცხადებით, ახლო მომავალში უწყებათაშორის ფორმატში აქტიურად დაიწყება ამ სტრატეგიაზე მსჯელობა.
„ამ სამოქმედო გეგმის მთავარი მიზანია განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ შეიარაღებული ძალების გაწვრთნას ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. ასევე მოვახდინოთ ჩვენი შეიარაღების მნიშვნელოვანი გადახალისება უფრო თანამედროვე ტექნიკით. რაც მთავარია ეს ყველაფერი უნდა გავხადოთ მდგრადი და სტაბილური იმიტომ რომ ჩვენი თავის დაცვა ჩვენ უნდა შევძლოთ. ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს უნარები გავუმკლავდეთ საფრთხეებს და შევამციროთ ისინი. მთავარი მიზანი ჩვენს პარტნიორებთან ერთად არის თავდაცვის ინსტიტუციონალური მშენებლობა. ყველა უნარის და შესაძლებლობის მაღალ ხარისხში აყვანა უნდა მოხდეს, რომელიც ნატო-სთან თავსებადს გაგვხდის. ბუნებრივია ეს ყველაფერი დაკავშირებულია ქვეყნის გლობალურ განვითარებასთან, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს გზით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ნატო-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი ნატო-სა და ევროკავშირში დავით ნარდაია დაესწრნენ. ალიანსის მხრიდან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი და ნატო-ს სხვა მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.