ლევან იზორია: ჩვენი სტრატეგიული არჩევანია ვიყოთ ნატო-ს წევრი ქვეყანა
08-09-2016, 02:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

 

 

„ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ სასტუმრო „თბილისი რუმსში“ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით ტარდება.

 

 

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ვარშავის სამიტის შედეგები შეაჯამა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

„ჩვენი სტრატეგიული არჩევანია ვიყოთ ნატო-ს წევრი ქვეყანა. ეს არჩევანი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ წესებზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემის ნაწილი. ეს არის საქართველოში მყოფი თითოეული ადამიანის ღირსეული არსებობის საფუძველი. თანამედროვე დასავლურმა ცივილიზაციამ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნით უზრუნველყო ამ ქვეყნების მოქალაქეების ღირსეული არსებობა. სწორედ ამიტომ, ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი ეროვნული თვითრეალიზაციის პროცესი. ეს არის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ამ უსაფრთხოების წესებზე დაფუძნებულ უსაფრთხოების სისტემაში გაწევრიანებასთან. ევროპის გლობალური უსაფრთხოების სტრატეგიაში ცალსახად არის გაწერილი იმის მნიშვნელობა, თუ რატომ უნდა გაგრძელდეს ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა. იმ გამოწვევებმა, რომლის წინაშეც ევროპა დღეს დგას მოწმობს ერთს, რომ თუ მეზობელია უსაფრთხოდ, თუ მეზობელ ქვეყანაში არის დემოკრატიული განვითარება მაშინ ეს უსაფრთხოება ევროპაშიც უზრუნველყოფილია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერებთან ერთად კონფერენციას ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლები და საქართველოს ხელისუფლების წევრები დაესწრნენ. საერთაშორისო კონფერენცია ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დახურა.

 

 

„მე სრულად მესმის საქართველოს მისწრაფების, იყოს ისეთივე ძლიერი, როგორც ნორვეგია და ბევრი სხვა ქვეყანაა. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ნატო საქართველოს წავიდეს წინ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე. იმავეს ვიტყვი საქართველოსთან მიმართებაში, რაც აღვნიშნე ვარშავის სამიტზე - დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში. საქართველოსთვის ჩემი მთავარი რჩევაა გააგრძელოს ყველა რეფორმა. ჩვენ უკვე ვნახეთ მართლაც სათანადოდ გატარებული რეფორმები, დიდი პროგრესი თავდაცვისა და უსაფრთხოების, საარჩევნო თუ კონსტიტუციური რეფორმირების გზაზე. მთავარი საკითხი სამართლებრივი კუთხით რეფორმირებაა. ჩემი მთავარი რჩევაა საქართველომ კვლავ გააგრძელოს რეფორმირების პროცესი. ნატო-სთვის ფუნდამენტურად პრინციპულია, რომ ყველა სუვერენულმა და დამოუკიდებელმა სახელმწიფომ თვითონ აირჩიოს კურსი, მათ შორის თუ რა უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ სურს მას გაწევრიანება. ეს ყველა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს ფუნდამენტური უფლებაა. გახდება თუ არა საქართველო ალიანსის წევრი - ეს მხოლოდ ნატო-ს 29 წევრი ქვეყნისა და საქართველოს გადასაწყვეტია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უნიკალური პლატფორმაა, რომელშიც მონაწილეობენ გამოცდილი ლიდერები პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დასავლეთ ევროპიდან, საქართველოდან და ევრო-ატლანტიკური გაერთიანებიდან. ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს ვარშავის სამიტის შემდეგ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და სხა ფრონტისპირა ქვეყნები. კონფერენციაზე ისეთ საკითხებზე ისაუბრებენ როგორიცაა: საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება, ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა რეგიონში, დემოკრატია საფრთხის ქვეშ და რეგიონული პერსპექტივა, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, რუსეთის საფრთხე და ნატო-ს ვარშავის სამიტის შედეგები.

 

 

ორდღიანი კონფერენციის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი