იენს სტოლტენბერგი: მსოფლიო იცვლება, ჩვენი უსაფრთხოების გარემო იცვლება და ნატო-მ უნდა მოახდინოს ამ პროცესების ადაპტირება
08-09-2016, 02:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ქართველ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ახლა ნატო განვითარების მესამე მნიშვნელოვან ფაზას გადის, რაც თავისებურად დაიწყო, მაშინ როდესაც რუსეთმა სამხედრო ძალები გამოიყენა საქართველოში 2008 წელს. მისი თქმით, ნატო ცდილობს მოერგოს ახალ გამოწვევებს, რომელიც აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მომდინარეობს.

 


”რუსეთს კვლავ ჰყავს თავისი შეიარაღებული ძალები, რომელსაც ნამდვილად არავინ არ მიესალმება მოლდოვის რესპუბლიკაში, უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია და დესტაბილიზაცია განახორციელა უკრაინის აღმოსავლეთში და საკმაოდ დიდი შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, მასობრივი სამხედრო წვრთვნების გამართვის გამო, რომლის მომსწრენიც დღეს ვართ. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ სამხრეთ რეგიონში. ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გამოჩენით, სამოქალაქო ომის ტრაგიკულ ესკალაციას სირიაში და ასევე საშინელ ტერორისტულ შეტევებს ნატო-ს წევრ რამდენიმე ქვეყანაზე, უდიდეს მიგრაციულ კრიზისს, რომელსაც ადგილი აქვს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მსოფლიო იცვლება, ჩვენი უსაფრთხოების გარემო იცვლება და ნატო-მ უნდა მოახდინოს ამ პროცესების ადაპტირება. მსოფლიო იცვლება და ნატო-მაც უნდა განიცადოს ცვლილებები. აი, ზუსტად ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ მოვერგოთ ამ ახალ გამოწვევებს, რომელიც აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მომდინარეობს”, - განაცახდა ნატოს გენერალურმა მდივანმა და დაამატა:

 

 

”ჩვენ გავაძლიერეთ კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების ინსტრუმენტები, ასევე ვაღრმავებთ ჩვენს ყოფნას აღმოსავლეთ რეგიონში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში და პოლონეთში. ჩვენ როტაციის საფუძვლზე გადავისროლეთ ოთხი ეფექტური, მრავალეროვანი ბატალიონი, თითოეულ ზემოთ ჩემოთვლილ ქვეყანაში. ჩვენ ასევე გავაძლიერეთ ჩვენი ყოფნა ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, რომელიც ემყარება რუმინულ ჩარჩო–ბრიგადის აქტივობას”.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი