პარლამენტის ყოფილი წევრი, პეტრე მამრაძე იმედოვნებს, რომ გოგა ხაინდრავას ფილმი "ჰეროკრატია" "დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ფილმმა "მოსახლეობის ნაწილში უკურეაქცია გამოიწვიოს". ამის თაობაზე მამრაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
"ფილმის მხოლოდ დასაწყისი ვნახე. თაობებს უნდა ახსოვდეთ, რაც ჩაიდინა ნაცმოძრაობამ და ასეთი ეროვნული მეხსიერების გარეშე საბოლოოდ ვერ შედგება ჩვენი ეროვნული სახელმწიფო. გერმანიაში სკოლებშიც ასწავლიან იმას, რაც მოხდა და მუზეუმებიც არის შესაბამისი. პატარა ბავშვებს (კანონით რეგლამენტირებულია და მომზადებულია ფსიქოლოგების მიერ) ასაკის შესაბამისად ისეთ დოკუმენტურ ფილმებს აჩვენებენ, რისი ჩვენებაც შეიძლება და საჭიროც არის. ექსკურსიებზე დაჰყავთ საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც მუზეუმებია. მე არ შემხვედრია გერმანიის არც ერთი მოქალაქე, ვისაც ეს ცოდნა და მეხსიერება არ აქვს. მათ შორის, ისინიც ვინც 21-ე საუკუნეშია დაბადებული", - აცხადებს პეტრე მამრაძე და განაგრძობს:
"დოკუმენტურ ვიდეომასალას უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე დაწერილ ტექსტს. ნაციონალების რეტინგი, რომელიც 10-12 %-ია, არ დაეცემა. მათი ელექტორატი როგორიც იყო 2012 წელს, იგივე დარჩა, მაგრამ მოსახლეობის ნაწილში შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს. მოსახლეობამ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი და "ოცნება" დიდი იმედით აირჩია, რომ აღდგებოდა სამართლიანობა და დაისჯებოდნენ დამნაშავეები. ძალიან ბევრი ადამიანის აზრით, ამ ოთხ წელიწადში ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა. ამიტომ საერთო აზრია, რომ სამართლიანობა არ აღადგინეს. ხალხში ასეთი საუბრები მესმის - თვითონ არ გააკეთეს არაფერი, სამართლიანობა არ აღადგინეს, ზოგი დამნაშავე დააწინაურეს".
მამრაძის თქმით, ბევრი ადამიანი, ვინც ციხეებში ხალხს აწამებდა, თანამდებობაზე დარჩა, ზოგი დაწინაურდა კიდეც, ხოლო "მთავარი დამნაშავეები, სააკაშვილი და ადეიშვილი, კეზერაშვილი ადვილად წავიდნენ საქართველოდან".
"ეს მართლა ასეა - ამის თაობაზე ყოფილმა პროკურორმა კბილაშვილმა ილაპარაკა, ბევრი ადამიანი, ვინც ციხეებში ხალხს აწამებდა, თანამდებობაზე დარჩა, ზოგი დაწინაურდა კიდეც. ვახტანგ მაისაიამ პირდაპირ ხელი დაადო ადამიანებს, რომლებიც მას აწამებდნენ და მერე ქოცების დროს დაწინაურდნენ. ხალხი ამბობს, სამართლიანობა არ აღადგინეს და ახლა ჩვენი მიმხრობა იმის ჩვენებით უნდათ, რა ცუდი იყვნენ ნაციონალები. ნაციონალები რომ ცუდები იყვნენ და დანაშაულს ჩადიოდნენ, უნდა დაესაჯათ. რომ არ დასაჯეს, მათთან შეკრული გამოდიან. 200-300 ადამიანიდან 10-ს რომ დასჯი, ეს ძალიან ცოტაა. მთავარი დამნაშავეები, სააკაშვილი და ადეიშვილი, კეზერაშვილი ადვილად წავიდნენ საქართველოდან. კეზერაშვილი რომ დააკავეს საფრანგეთში, ქოცების პროკურატურამ ერთი გრამი ქაღალდი არ წარუდგინა საფრანგეთის სასამართლოს", - დასძენს მამრაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.