ბიძინა ივანიშვილი: ისე ღირსეულად წავედი პოლიტიკიდან, რომ შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ვერ ნახოთ
08-09-2016, 04:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე ვაჩვენე, რომ არ მქონდა პოლიტიკაში ყოფნის სურვილი, მაგრამ დასჭირდა ჩემს ქვეყანას მოვედი, თავი გავწირე, გადავდე, გადავალაგე, გავუშვი ის მოძალადე ხელისუფლება და გავყევი, წავედი პოლიტიკიდან“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

 

 

ყოფილი პრემიერის თქმით, ის ისე ღირსეულად წავიდა პოლიტიკიდან, რომ შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში მსგავსი მაგალითი არ არსებობდეს.

 

 

„რასაც ეძახიან წასვლას ისეთი წასვლა არ შედგება. პოლიტიკიდან მე წავედი და წავედი გახსნილად და გამოვაცხადე როგორ წავედი. მე ვარ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და არ ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას, ამასთან აიგივებენ, ამის სურვილი აქვთ ოპონენტებს, რომ როგორმე იქნებ ქვეყნიდან წავიდე და დავაცადო ის ძველი ტაშ-ფანდურა, რომ უნდათ დააბრუნონ. პოლიტიკიდან, ჩემი აზრით, ღირსეულად წავედი მიუხედავად იმ კითხვებისა, რომელსაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ბევრი პოლიტიკოსი სვამს. ისე ღირსეულად წავედი, რომ შეიძლება მსოფლიო ისტორიაში ვერ ნახოთ. მე ვაჩვენე, რომ არ მქონდა პოლიტიკაში ყოფნის სურვილი, მაგრამ დასჭირდა ჩემს ქვეყანას მოვედი, თავი გავწირე, გადავდე, გადავალაგე, გავუშვი ის მოძალადე ხელისუფლება და გავყევი, წავედი პოლიტიკიდან. ამით ვაჩვენე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი ამბიცია, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, მინიმალური მონაწილეობა მაინც მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

 

„ახლა ერთი სული აქვთ იქნებ ქვეყანას გავეცალო, რამეთუ მე მოსახლეობაში მაქვს გარკვეული ავტორიტეტი. მე ვარ დღეს მოქალაქე, დავრჩები მოქალაქედ, ყველა მოქალაქეს ვალდებულებაც კი აქვს, რომ მინიმალური მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკაში. ვის რამდენი შეუძლია, იმდენი მონაწილეობა უნდა მიიღოს თავისი ქვეყნის განვითარებაში და ყველაზე ცოტა - უნდა მოვიდეს არჩევნებზე. ეს არის მინიმალური ვალდებულება და ვალდებულების განცდა ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს“, განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი