ბიძინა ივანიშვილი: გამოკითხვები აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი მხარდამჭერი „ნაციონალურ მოძრაობას“ სამეგრელოში ჰყავს
08-09-2016, 04:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გამოკითხვებით, ყველაზე მეტი მხარდამჭერი „ნაციონალურ მოძრაობას“ სამეგრელოში ჰყავს.

 

 

ამის შესახებ მან სამეგრელოში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

 

„გამოკითხვები აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი მხარდამჭერი „ნაციონალურ მოძრაობას“ სამეგრელოში ჰყავს“,-თქვა მან.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პროფესიონალები არიან პროვოკაციის დაგეგმვაში.

 

 

მანვე იმედი გამოთქვა, რომ სამეგრელოში არჩევნები 2012 წლის მსგავსად აღარ ჩატარდება და ძალადობა აღარ იქნება.

 

 

„ბრძოლა 2012 წელს გავიარეთ და იმედი მაქვს, ბრძოლის ნაცვლად ახლა კულტურულ არჩევნებს ჩავატარებთ. ზუგდიდში კორცხელის ინციდენტზე გამოძიება არ დასრულებულა, თუმცა ის მანქანები, რომელშიც ხელკეტები იდო, კარგად ჩანდა. პროფესიონალები არიან პროვოკაციის დაგეგმვაში, „ქართულ ოცნებას“ მართებს დიდი სიფრთხილე. კამერები უნდა იყოს ძალიან ბევრი ამ არჩევნებზე, ისევე როგორც იყო 2012 წელს. სახელმწიფო სტრუქტურებიდან, პოლიციიდან მოდიოდა ძალადობა. ასეთი დღეს ღარ ხდება, თუმცა ფხიზლად უნდა იყოს თითოეული ამომრჩეველი“,-განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი