ომარ ნიშნიანიძე: თუ "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში არ ვიქნები, სხვა რომელიმე პოზიციას დავიკავებ - გამოიძებნება ადგილი
08-09-2016, 04:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე იმის მიუხედავად, იქნება თუ არა პარტია „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში, გუნდის წევრად დარჩება.

 

 

როგორც Guardian.ge-ს ნიშნიანიძემ განუცხადა, თუ არა პარტიის საარჩევნო სიაში, სხვა რომელიმე პოზიციაზე იქნება.

 

 

„პროპორციულ სიაში ყოფნის საკითხზე პრემიერთან კონსულტაციები არ მქონია. გამოვრიცხავ სხვა პარტიიდან კენჭისყრას ან რომელიმე პარტიის სიაში ყოფნას. მე ყველაფრის მიუხედავად, ვრჩები ამ გუნდის წევრად. თუ სიაში არა, სხვა პოზიციაზე ვიქნები. მთავარია, გუნდი იყოს შეკრული და თითოეული ჩვენთაგანის ადგილი გამოიძებნება“, - აცხადებს ნიშნიანიძე.

 

 

Guardian.ge-ს კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე ტიპის კონსულტაცია საქართველოს ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან, ნიშნიანიძე აცხადებს, რომ ივანიშვილთან საქმიანი საუბარი ბოლო პერიოდში არ ჰქონია.

 

 

„ბოლოს, ახალ საკონცერტო დარბაზში ვნახე ბატონი ბიძინა, მოვიკითხეთ ერთმანეთი, თუმცა, საქმიანი საუბარი არ ყოფილა“, - აღნიშნა ნიშნიანიძემ და ამ კონტექსტში მედიის წარმომადგენლებთან შევხედრისას ივანიშვილის ბოლოდროინდელი გამოსვლებიც შეაფასა.

 

 

„როგორც ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი თავის გამოსვლებში გულწრფელია. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო კამპანიის დროს. გულწრფელობა და უშუალობა ძალიან მომგებიანი არის „ქართული ოცნებისათვის“. ზოგს მოეწონება, ზოგს შეიძლება არ მოეწონოს ეს გამოსვლები, თუმცა, მე დადებითად ვაფასებ“ - განაცხადა ნიშნიანიძემ.

 

 

იმის მიუხედავად, რომ ნიშნიანიძე „ქართულ ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე ფიქრობს რომ „უკეთესიც შეიძლებოდა“, დარწმუნებულია, პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პარლამენტში „უმრავლესობის ზევით“ იქნება წარმოდგენილი.

 

 

მისივე შეფასებით, ბარიერის გადალახვას რამდენიმე პარტია შეძლებს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“. ნიშნიანიძე ვარაუდობს, რომ აღნიშნული პარტიებისგან განსხვავებით, „რესპუბლიკელები“ ზღვარს ვერ გადალახავენ, თუმცა, მაჟორიტარული სიიდან პარლამენტში რამდენიმე დეპუტატის შეყვანას მაინც მოახერხებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი