ბიძინა ივანიშვილი: კოჰაბიტაციასთან დაკავშირებით კრიტიკა რაც ისმოდა, მე არ ვეთანხმები ამ კრიტიკას
08-09-2016, 04:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას კოჰაბიტაციის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ არ ეთანხმება საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან გაჟღერებულ კრიტიკას კოჰაბიტაციასთან დაკავშირებით. ივანიშვილის თქმით, პოზიციასაც და ოპოზიციასაც ერთი სამშობლო გვაქვს და ყველას უნდა მიეცეს მის სამსახურში ყოფნის საშუალება.

 

 

"კოჰაბიტაციასთან დაკავშირებით კრიტიკა რაც ისმოდა, მე არ ვეთანხმები ამ კრიტიკას. ჩვენ ვართ ყველანი ერთი ერის შვილი, ერთი სამშობლო გვაქვს ყველას, პოზიციას, ოპოზიციას, ნაციონალურ მოძრაობას, ვინც არ უნდა იყოს, მთავარია, რომ ძალადობაზე უარი თქვან, შეიცვალონ პოზიცია, მოემსახურონ საკუთარ ხალხს, უყვარდეთ საკუთარი სამშობლო და ყველას ყველაფერი უნდა... ჩვენ უნდა მოვუაროთ, დამნაშავე იქნება, კრიმინალი იქნება, მკვლელი იქნება, მაინც ჩვენი მოსავლელია ყველა. რაც უფრო ადრე შეიცვლიან პოზიციას და უარს იტყვიან ძალადობასა და კანონდარღვევაზე, მით სწრაფად მოხდება გაერთიანება ჩვენი საზოგადოების", – განაცხადა ივანიშვილმა. 

 

 

ყოფილი პრემიერ მინისტრი პარტიებს შორის დაპირისპირების საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ პარტიები " მზად არიან ერთმანეთი გაგლიჯონ და ერთმანეთი შეჭამონ". იგი იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ "ეს დიდი აგრესიაც ჩაცხრება".

 

 

"მე დიდი იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნების შემდგომ, ეს დიდი აგრესია, რაც ძალიან მაწუხებს და აწუხებს მთელ საქართველოს, ჩაცხრება ამ არჩევნების შემდგომ, მე მგონია, ის რაც მივიღეთ შთამომავლობით, ესეთი ანტაგონიზმი, რა გვჭირს ჩვენ, რა გვჭირს ჩვენ ესეთი ანტაგონიზმი, აი, ლამის აუტანლობას ვხედავ ყველა წუთში პარტიებს შორის ერთმანეთის და მზად არიან ერთმანეთი გაგლიჯონ და ერთმანეთი შეჭამონ. აი, ეს ძალიან ცუდი რამ დაგვიტოვეს და დიდ იმედს ვიტოვებ, 4 წელიწადი ამას დასჭირდა, რომ ამ არჩევნების შემდგომ ეს დიდი აგრესიაც ჩაცხრება. თუ ხელისუფლებას რამე საყვედური შეიძლება მივცეთ, უფრო მეტი ინვესტიცია, ეკონომიკა უფრო მეტად შეიძლებოდა განვითარებულიყო, ყველაზე დიდი ხელისშემშლელი, სწორედ ჩვენა ვართ, როდესაც ესე აგრესიულად ვეკიდებით ერთმანეთს და ეს ძალიან ხშირად აფრთხობს გარედან მომსვლელ ინვესტორს", – აღნიშნაა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი