ბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკელებზე“: ისინი იყვნენ ცუდი პარტნიორები მთელი 4 წლის განმავლობაში
08-09-2016, 04:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „რესპუბლიკელები“ მთელი 4 წლის განმავლობაში „ცუდი პარტნიორები“ იყვნენ.

 

 

ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა სამეგრელოში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

 

ივანიშვილის თქმით, „რესპუბლიკელები“ ძალიან ხშირად, ძალიან ბევრ პრინციპულ თემაზე ოპოზიციის როლში იყვნენ.

 

 

„ისინი იყვნენ ცუდი პარტნიორები მთელი 4 წლის განმავლობაში. ძალიან ხშირად, ძალიან ბევრ პრინციპულ თემაზე, ისინი ოპოზიციის როლში გვევლინებოდნენ. მათი ცოდნა და გამოცდილება ძალიან ხშირად არა პოზიტივში, არამედ უარყოფითში ჯდებოდა. როდესაც უსაფრთხოების სამსახური გამოეყო პოლიციას, ვნახეთ, რომ მათი ცოდნა საქმეს საწინააღმდეგოდ მოხმარდა. ხმალაძე და უსუფაშვილი დღეში ორ-ორ ახალ კანონს იგონებდნენ გასაღების თემაზე. მოსმენების თემა იყო პრობლემა, თუმცა დღეს არც ერთი შემთხვევა არ არის ბოროტად გამოყენების უსაფართხოების სამსახურის მხრიდან. იმდენად გაერთნენ ეს მცოდნე იურისტები, რომ დღეში ორ-ორ ახალ კანონს იგონებდნენ. ეს არც ევროპას და არც ამერიკას დასიზმრებია. დამოკიდებულება ჩანდა ყველგან ერთი და იგივე რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ - როგორმე დაესუსტებინათ პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური. ასეთი შთაბეჭდილება დატოვა მათმა ცოდნამ, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებულნი მხარს არ უჭერდნენ ამ საკითხს და იკვეთებოდა დიდი ეჭვი, რომ მათი როლი თანხვედრაში იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან”, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

მან ასევე დავით უსუფაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილი პარლამენტის თვამჯდომარეს ესაუბრებოდა გარკვეულ თემებსა და თანამშრომლობაზე, უსუფაშვილმა კი ეს ყველაფერი საჯაროდ გამოაცხადა.

 

 

„კვირიკაშვილი იყო გაოცებული. კაცს ესაუბრებოდა თემებზე და თანამშრომლობაზე, ეს კი გამოვიდა და საჯაროდ გამოაცხადა. ეს რამდენად კაცური იყო თვითონ თარგმნოს. ამით ეგონა, რომ ვინმე დაგვაზარალა. მას ჰქონდა უარგუმენტო კრიტიკა კვირიკაშვილის მიმართ. აბსოლუტურად უარგუმენტოდ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, რომ არაფერს წარმოადგენს, არაფერი იცის ამ კაცმა და მე კონკურენტად გამომაცხადა. ღმერთმა დამიფაროს, რანაირად უნდა ვიყო მისი კონკურენტი. მე არავის კონკურენტი არ ვარ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, დავით უსუფაშვილს სთავაზობდნენ პარტიიდან გამოსულიყო და დამოუკიდებელი დეპუტატი ყოფილიყო.

 

 

„დავით უსუფაშვილს სთავაზობდნენ და ეს ჩემი იდეა იყო. თინა ხიდაშელისთვის არავის შეუთავაზებია. ამ თემებზე ბევრი გვაქვს ნასაუბრები. შევთავაზე და ვუთხარი, რომ იქნებ დამოუკიდებლად გამოხვიდე და რესურსი პოზიტიურად მოახმარო სახელმწიფოს, მეტი როლი ეთამაშა სახელმწიფოს აღმშენებლობაში. კიდევ კარგი არ გამოვიდა, რადგან მან საკუთარი ქმედებით საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ის სწორედ ამ პარტიის წევრი უნდა იყოს და მას არ აქვს მეტი რესურსი“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, „რესპუბლიკურ პარტიას“ არ აქვს ინტელექტუალური რესურსი იმაზე მეტი, რომ სახელმწიფოზე იფიქროს.

 

 

„მათ ობიექტურობასაც მინდა გავუსვა ხაზი. მათ არ აქვთ ინტელექტუალური რესურსი იმაზე მეტი, რომ სახელწმიფოზე იფიქრონ. მთელ რესურსს ახმარენ საკუთარ პარტიას. ამის მაგალითს ვიტყვი. როდესაც მარგველაშვილი გამოვიდა ოფისიდან და შევიდა სააკაშვილის სასახლეში, სანამ ტელევიზიით გამოვიდოდი, მანამდე მქონდა უსუფაშვილთან შეხვედრა და მას არგუმენტიც კი არ დარჩა, რომ კრიტიკის გარეშე არ შეიძლებოდა ამის ასე გაშვება, რადგან ეს კაცი უკანონოდ შევიდა ამ სასახლეში, იყენებს ექვსჯერ მეტ ტერიტორიას, რაც სჭირდება და წელიწადში ხარჯავს დამატებით დაახლოებით 10 მილიონ ლარს მოსახლეობის ფულს. უსუფაშვილი გამოვიდა საჯაროდ და გააპრავა იმის გამო, რომ ის ეძებდა დამატებით რესურსს მარგველაშვილის სახით. როგორი რესურსი მიიღო კი ვნახეთ. ამით დათვური სამსახური გაუწვიეს მარგველაშვილსაც და თავისი თავი გაინულა როგორც პოლიტიკოსმა. დავით ბერძენიშვილი, რომელიც არის ყველაზე გავლენიანი ფიგურა ამ პარტიაში, ამაყობდა იმით, რომ არ აკრიტიკებს მარგველაშვილს, რადგან არ უნდა დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს აბსურდია, რადგან თუ გინდა გააძლიერო ინსტიტუტი, ის უნდა გააკრიტიკო. ისინი მარგველაშვილის რესურსის გამოყენებას ცდილობდნენ, თუმცა მარგველაშვილს თვითონ ვერ გაურკვევია რა უნდა და მათაც ვერაფრით დაეხმარა, პირიქით - უკან მოუტრიალდათ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პასუხისმგებლობაზე საუბარი დაიწყო, რაც ყველაზე დიდი შეცდომა და უნიჭობა იყო.

 

 

„ყელაზე დიდი შეცდომა და უნიჭობა რაც გამოავლინეს იყო ეს - მახსოვს, შეხვედრის დროს უსუფაშვილი მეუბნებოდა, რომ ჩვენ შეგვიძლია დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა გავიზიაროთ. რომელ პასუხისმგებლობაზე მეუბნები, მე ვამაყობ როგორც ხელისუფლება იქცევა-მეთქი. ისიც ვერ მოახერხეს, რომ უამრავი პოზიტივი მიიწერონ და იამაყონ. იმის ნიჭი არ ყოფნით ეს გააკეთონ. გადმოხტნენ და მკვეთრ კრიტიკაზე ისაუბრეს”, - აღნიშნა ყოფილა პრემიერმა.  

 

 

კომენტარები: 113
#113   Grover
      
21 ნოემბერი 2026 08:12
#112   Alicia
      
References:


Australian casinos that accept payid http://bbs.88moli.top/
19 ნოემბერი 2026 11:18
#111   Zora
      
References:


Payid instant play casino https://codimd.syssec.org/
18 ნოემბერი 2026 08:56
#110   Hannah
      
References:


Casino que paga por paypal https://brandmoshaver.com/user/cocoaopen9/
18 ნოემბერი 2026 07:40
#109   Owen
      
References:


Online casino payid https://sonnik.nalench.com
17 ნოემბერი 2026 21:07
#108   Hulda
      
References:


Online casino accepting payid gpsites.win
16 ნოემბერი 2026 20:44
#107   Stewart
      
References:


Kasyno bez problemu z wyplata paysafecard kasyno
na zywo paysafecard
16 ნოემბერი 2026 09:58
#106   Gerald
      
References:


Payid slot games gardenwiki.site
16 ნოემბერი 2026 08:00
#105   Delores
      
References:


$20 payid deposit casino australia https://www.rcfl.com.hk/home.php?mod=space&uid=10472933
16 ნოემბერი 2026 05:19
#104   Mari
      
References:


Payid deposit online casino cobwebcoast59.bravejournal.net
16 ნოემბერი 2026 01:13
#103   Madge
      
References:


Payid withdrawal casino australia qianqi.cloud
15 ნოემბერი 2026 20:09
#102   Roseanna
      
References:


Payid gambling sites https://rdcvw.com/
15 ნოემბერი 2026 18:16
#101   Rosie
      
15 ნოემბერი 2026 12:45
#100   Floy
      
References:


Best online pokies site online pokie australia
14 ნოემბერი 2026 12:10
#99   Dawna
      
14 ნოემბერი 2026 09:49
#98   Roseanna
      
References:


Payid withdrawal casinos australia australian online pokies
13 ნოემბერი 2026 21:52
#97   Reyna
      
References:


Neosurf 10 digit code casino australia http://oneclickcarehk.com
13 ნოემბერი 2026 03:03
#96   Latasha
      
References:


Payid pokies no deposit bonus pay id
pokies real money
11 ნოემბერი 2026 18:02
#95   Kathaleen
      
References:


Online casino bonus sofortüberweisung sofort einzahlung casino
11 ნოემბერი 2026 02:10
#94   Meredith
      
References:


How to use neosurf at online casinos https://bookmarkpress.site/
11 ნოემბერი 2026 01:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი