ბიძინა ივანიშვილი: დღევანდელ გუნდს კვირიკაშვილი, კალაძე და კობახიძე აკომპლექტებენ, რამდენიმე მაჟორიტარზე ვურჩიე და მგონი მხოლოდ ერთი გაითვალისწინეს
08-09-2016, 05:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღევანდელ გუნდს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი და მისი გუნდი აკომპლექტებს და ის ამ პროცესებში არ ერევა.

 

 

„დღევანდელ გუნდს კვირიკაშვილი, კალაძე და კობახიძე აკომპლექტებენ, რამდენიმე მაჟორიტარზე ვურჩიე და მგონი ისიც მხოლოდ ერთი გაითვალისწინეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.  

 

 

ამის შესახებ მან ზუგდიდში,  მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების „ქართულ ოცნებაში“ გამოჩენის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ კი ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები არც სააკაშვილს და არც „ქართულ ოცნებას“ არ შეუქმნია.

 

 

„ეს ხალხი არც სააკაშვილს და არც ჩვენ არ შეგვიქმნია. ეს ადამიანები არიან წარმატებულები. ოქრიაშვილი ძალიან ნიჭიერი კაცია. რამდენჯერმე შევხვდი და მისგან ძალიან საინტერესო პოლიტიკური რჩევები მიმიღია, ასეთივეა ჩოჩელი. ეს ხალხი არიან ის წარმატებული ადამიანები, რომლებმაც თავისი ნიჭიერებით შექმნეს წარმატება და არა პარტიის დახმარებით. მათ როგორც კი მიეცათ საშუალება, მოძალადე ხელისუფლებას, ანუ ყოფილს ჩამოშორდნენ და დადგნენ სწორ ადგილზე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი