მესტიის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში იქნება.
როგორც ჯაფარიძემ Guardian.ge-ს განუცხადა, იმის გარდა, რომ ფლობს ინფორმაციას სიაში ყოფნის შესახებ, ასევე იცის, რომ აღნიშნულ პროპორციულ სიაში რიგითობის მიხედვით, „შორს არ არის“.
„დღეს იქნება წარდგენა, ნახავთ ჩემს სახელსა და გვარს იქ აუცილებლად“, - აღნიშნა ჯაფარიძემ, რომელმაც რამდენიმე კვირის წინათ Guardian.ge-ს ექსკლუზიურად განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ სიაში ყოფნის შესახებ შეთავაზება მან პირადად საქართველოს პრემიერ მინისტრისგან, გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო.
ჯაფარიძე არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება იყოს მის გარდა, პროპორციული სიით საკანონმდებლო ორგანოში ზემო და ქვემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენელი. მისი ვარაუდით, სიაში შეიძლება ვიხილოთ „ქართული ოცნების“ დეპუტატი კარლო კოპალიანი, რაც შეეხება ლენტეხის მოქმედ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ გოგი ლიპარტელიანმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თავად განაცხადა.
ის, რომ სვანეთს პარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული სიითაც ეყოლებოდა, პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე კვირის წინათ, მესტიის მოსახლეობასთან შეხვედრისას, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო და ზემო სვანეთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენაზე განაცხადა.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ განხორციელებული ცვლილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მათემატიკური რაოდენობით დაყოფას გულისხმობს, სამართლიანი არ არის და აუცილებელია, კუთხეებს საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავდეთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.