„ვერ ვნახე მათი გულწრფელი მონანიება. მე არ მომისმენია, მათ შორის არც სანდრა რულოვსისგან, რომ ისინი აღიარებენ ამ ტიპის დანაშაულებებს“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ბოდიშს იმ შემთხვევაში დაიჯერებს თუ აღიარებენ, რომ „მერაბიშვილი და ახალაია სამართლიანად ზიან ციხეში, 26 მაისის და 7 ნოემბრის მოვლენები ასეთი არ უნდა ყოფილიყო და ბიზნესი იმართებოდა“.
„ზოგადად ამბობს, რომ ჩახედა თავის მეუღლეს თვალებში და ამოიკითხა, რომ შეცდომებს აღარ გაიმეორებს. რომელ შეცდომებზეა საუბარი, ახალგაზრდა ბიჭები, რომ ჩახოცეს?! პატიმრებს, რომ აწამებდნენ?! მთელი ბიზნესი, რომ მართული იყო?! ჯერ უნდა აღიარო დანაშაული, მერე უნდა თქვა, რომ აღარ გააკეთებ იმავეს. ჯერ მე არ მომისმენია მათგან ასეთი რამ. ახალაიას და მერაბიშვილს ჯერ კიდევ პოლიტპატიმრებად აცხადებენ და ესენი მოინანიებენ?! გამოვიდეს ქალბატონი სანდრა და თქვას მათ პოლიტპატიმრებად მიიჩნევს თუ დამნაშავეებად?! მის განცხადებას თუ გავიხსენებთ, ლამის იდეოლოგიაში ჩასვეს, რომ მიშა ისეთი კაცია შეიძლება გეშინოდესო. შიშზე უნდა იყოს აგებული მართვა?! ხალხს კი არ უნდა ეშინოდეს ხელისუფლების, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს ხალხის. გამოვიდნენ და თქვან, რომ მერაბიშვილი და ახალაია სამართლიანად ზიან ციხეში, 26 მაისის და 7 ნოემბრის მოვლენები ასეთი არ უნდა ყოფილიყო, ბიზნესი იმართებოდა. აღიარონ და მერე დავიჯერებ“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.